Saturday, December 21, 2013

ჩემი პროექტის პორტფოლიო

დღე 8

გადავხედე  ჩემს საქაღალდეს.

გავეცანით  VIII  მოდულს,
კურსის რესურსებში გადავიტანეთ და შევავსეთ ფასილიტაციის არჩეული ნიმუში.

ხვალ ჩვენი ტრენინგი დასრულდება და ჩემს კოლეგებს მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო! :)

Sunday, December 15, 2013

დღე 7

გავეცანით მე-6 მოდულს; ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებაზე მოცემული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაკვთილის გეგმაში შევავსე პუნქტები-საბაზისო უნარ-ჩვევები და დიფერენცირებული სწავლება.
ვნახეთ პრეზენტაცია გარდნერზე.
კურსის რესურსებში გადავიტანეთ " კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ" ,აქვე გადავიტანეთ "განმავითარებელი შეფასებაც".
დავიწყე სასწავლო პროცედურების ნაწილის შევსება გაკვეთილის გეგმაში,რომელსაც სახლში დავასრულებ.
ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება

Sunday, December 8, 2013

დღე 6


დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,
yiutube.com-დან გამოვაქვეყნე  ნახევარწუთიანი ვიდეომასალა-ფარავანის ტბა,

შევავსე საავტორო უფლებების ფურცელი,
გავეცანით V მოდულს:
აქტივობა 1:  გავხსენით და შევავსეთ განმავითარებელი თვითშფასების რუბრიკა და გადავიტანეთ " შეფასებებში".
აქტივობა 2 ში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ნიმუშებს და
და დავიწყე ესეს შეფასების რუბრიკაზე ფიქრი...

მომავალ შაბათამდე,ძვირფასო კოლეგებო :)

Saturday, December 7, 2013

ფარავნის ტბა, საქართველო / Paravani Lake, Georgia

დღე 5

 წინა მეცადინეობაზე შესრულებული პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ veb-სა და  საკუთარ ბლოგზე.
გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს;
გადავედით მე-3 აქტივობაზე: ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის,
დავიწყეთ მე-4 მოდულის გაცნობა.

gmail-ის ჩათში დავიმატეთ ერთმანეთი და ვიურთიერთეთ  :)

დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა,გავაკეთე სავარაუდო ესეს მონახაზი...
სახლში უნდა ვიფიქრო :)

Sunday, December 1, 2013

დღე 4

გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას,
გავაკეთეთ ჩვენი პროექტების შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების შეჯამება.

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა  Pover point-ში მუშაობა: მოვამზადეთ მასალა საკუთარი პროექტის პრეზენტაციისათვის.მართალია, ჯერ სრულყოფილებამდე შორსაა,მაგრამ მონახაზი უკვე არსებობს და გზადაგზა დაიხვეწება.
მიუხედავად იმისა,რომ გუშინ და დღეს ინტერნეტი არ გვქონდა,მწვრთნელმა იზრუნა და ფაქტობრივად არც კი გვიგრძნია ეს ნაკლოვანება.
ვხვდები,რომ მომწონს ტრენინგი.არადა,ბოლო დროს ამგვარ საქმიანობას სკეპტიკურად ვუყურებდი; ვფიქრობდი,რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვა იყო.

Saturday, November 30, 2013

დღე 3

გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს; დავიწყეთ მზადება პროექტის გეგმის შაბლონის შესაქმნელად.
წავიკითხეთ მეორე მოდული.
გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და მისი თითოეული საფეხურის ზმნებს.
გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ საილუსტრაციო კითხვებს და ვარჯიშის მიზნით შევავსეთ სქემა.ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოს შემდეგ გავეცანით ერთმანეთის ნააზრევს და ვიმსჯელეთ.
გავეცანით საპროექტო იდეებს ზოგად კითხვებზე;
შევასრულეთ დავალება-შევადგინეთ საკუთარი საპროექტო თემის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები;გავეცანით და ვიმსჯელეთ.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულად შემოქმედებითი და ხალისიანი იყო.

Sunday, November 24, 2013

დღე 2

.   გავეცანი პირველი დღის რეფლექსიის კომენტარებს და ყველას ვუპასუხე.

.   შევცვალეთ  ბლოგის ფონი.

.    დავასახელეთ პროექტის თემები.
.    პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი გადავიტანეთ საკუთარ საქაღალდეში.
.    დავიწყე ბუკლეტის მომზადება და დავასრულებ სახლში შემდეგ შეხვედრამდე.
      ცოოტა დავიღალე, მაგრამ ვაღიარებ, რომ საინტერესო დღე იყო.
      მომავალ შეხვედრამდე.

Saturday, November 23, 2013

დღე 1

გავეცანით ერთმანეთს,თვალი შევავლეთ სახელმძღვანელოს,ტრენინგის განრიგს, 21-ე საუკუნის მოთხოვნებს (დაჯგუფებულს სამ ნაწილად),პორტფოლიოს  ჩეკლისტს, ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, შენახულის ხელმეორედ შენახვა,ტრენერის დახმარებით შევქმენი ახალი ელექტრონული ფოსტა.